in

ხვალიდან ბილეთები სალაროებშიც გაიყიდება

დაახლოებით ერთი კვირაც და საქართველოში ისტორიული მოვლენა დაიწყება – ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელსაც განსაკუთრებული იმედით ველოდებით, რადგან საქართველოს ნაკრებს მშვენიერი შემადგენლობა უგროვდება და წარმატების მიღწევის შანსი დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს ძალიან ძლიერი მეტოქეები შეხვდა.

საქართელო თავის ჯგუფის მატჩებს „დინამო აენაზე“ ჩაატარებს. დიდია ხანია ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ახლა კი გადაწყდა, რომ ხვალიდან, 14 ივნისიდან მატჩებზე დასასწრები ბილეთები სალაროებშიც გაიყიდება.

„დიდი საფეხბურთო დღესასწაული გვიახლოვდება! 14 ივნისიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენას სალაროებშიც შეძლებთ. უგულშემატკივრე საქართველოს და დაესწარი ყველაზე მასშტაბურ საფეხბურთო ღონისძიებას საქართველოში. სალაროები 11:00 საათზე გაიხსნება, ორი ბილეთის შეძენის შემთხვევაში, მესამეს საჩუქრად მიიღებთ“, – წერია სფფ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოს 21 ივნისს პორტუგალიას შეხვდება, 24 ივნისს – ბელგიას, 27 ივნისს კი ნიდერლანდებს. ყველა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილის ბორდოს წაგება ჩაუთვალეს და მიქაუტაძის მეცი ლიგა 1-ში გადავიდა, მაგრამ… ბორდო აპროტესტებს

ქართველი ფეხბურთელით საფრანგეთის თასის მფლობელი დაინტერესდა