in

რონალდომ მინერალური წყალი გამოუშვა: ეს უკვე მე-5 ბიზნესია – წინ კლუბის ყიდვაა

კრიშტიანო რონალდომ მადრიდში მინერალური წყლის Ursu-ს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია.

ბრენდს მაგარი რეკლამა აქვს, ალბათ წყალიც არ არის ურიგო, მაგრამ ეს წმინდა წყლის მარკეტინგია – ამ მინერალურ წყალს დიდი ხანია ყიდის ესპანური Aguas Minerales de Ávila – ახლა უკვე რონალდოსთან პარტნიორობით ახალი ბოთლებითა და ახალი სახელით გაიყიდება.

ეს ბიზნესი რონალდოსთვის უკვე მეხუთეა კომპანია CR7-ის ეგიდით. კრიშტიანოს პროექტებშია – მზის დამცავი სათვალეების, ქვედა საცვლების, ფეხსაცმლებისა და სახელობითო პარფიუმის ბიზნესები.

წინ კიდევ უფრო დიდი გეგმებია. მინწყლის პრეზენტაციაზე რონალდომ განაცხადა, რომ აპირებს საფეხბურთო კლუბი შეიძინოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზლატანმა ყოფილი თანაგუნდელების სიმბოლური შეადგინა: დეა ხეა ამოშალა – არის თუ არა თავად იბრა

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ძაღლმა დაასახელა – ნახე ვიდეო