ბათუმის სტადიონმა, ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.
მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოებას 5-9 ივნისს მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდოზე წარადგინეს.
FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
მსოფლიო კონგრესის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, ბათუმის სტადიონი წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings