შოთა არველაძე გარკვეული პაუზის შემდეგ შესაძლოა სამწვრთნელო საქმეს დაუბრუნდეს. შოთას ახალი სამუშაო ისევ ძველი და კარგად ნაცნობი ადგილია – თურქეთი.
იწერება, რომ არველაძე „ქარაგუმრუკს“ გაწვრთნის. შეგახსენებთ, ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი შოთას ტყუპისცალი არჩილ არველაძეა, სეზონის დასკვნით ნაწილში კი ამ გუნდში საბა ლობჟანიძე თამაშობდა.
სეზონის ბოლოს „ქარაგუმრუკი“ცნობილ იტალიელ ფეხბურთელსა და მწვრთნელს ანდრეა პირლოს დაშორდა ახალ სპეციალისტს ეძებს.
თუმცა ქართველთან მოლაპარაკებები ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა.
შოთას თურქულ კლუბებში აქამდეც უმუშავია – „ქაისერში“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსფორში“, ბოლოს კი გეხსომებათ ჩემპიონშიფის „ჰალ სიტის“ წვრთნიდა. აქაც იყო თურქული კავშირი. ეს კლუბი თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა და შოთაც მიიწვია. 2022 წლის სექტემბრის შემდეგ ჩვენიანს არსად უმუშავია.
ის, რომ შოთა თურქეთში დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს, ამას ბევრი ლაპარაკი არც უნდა.
შოთამ რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში მასტერკლასების სერია მოაწყო.
GIPHY App Key not set. Please check settings