გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა ეს მარტივი საქმე არ ყოფილა. ბოლო მომენტამდე დაძაბული ვითარება იყო, მაგრამ ქართველი მეკარის დიდი დამსახურებით ისტორიულმა გუნდმა ადგილი იქ შეინარჩუნა, სადაც წესით უნდა იყოს ხოლმე. გიორგის კი გარჯა დაუფასდა.
plazadeportiva-ს ცნობით, მამარდაშვილი „ვალენსიალთაგან“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და Trofeo Jugador 99.9 Plaza Radio გადასცეს.
მამარდაშვილს პრიზი სპორტული პროგრამის El Matx-ის დირექტორმა პაკო პოლიტამ გადასცა.
გამარჯვებული რადიომსმენელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. მამარდაშვილმა 32 ქულა მიიღო, სამუელ ლინომ – 23, ხოლო ხავი გერამ – 18.
99.9 Plaza Radio „ვალენსიას“ საუკეთესო ფეხბურთელს მესამე წელია ასახელებს. ორჯერ პრიზის მფლობელი გონსალო გედეში გახდა. გასულ წელს
მამარდა მეორეზე გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings