ედენ აზარი Goal-მა „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ცუდ ტრანსფერად დაასახელა.
ოთხ სეზონში ბელგიელმა 76 მატჩი ითამაშა და ამდენივე გამოტოვა ტრავმის გამო.
ის გუნდს ტოვებს როგორც თავისუფალი აგენტი.
მადრიდელების წარუმატებელი გარიგებების სრული რეიტინგი ასეთია:
- ედენ აზარი – 120 მლნ ევრო, იყიდეს 2019 წელს;
- ლუკა იოვიჩი – 66 მლნ ევრო, 2019;
- ჯონათან ვუდგეითი – 18,3 მლნ ევრო, 2004;
- კაკა – 65 მლნ ევრო, 2009;
- ელვერ ბალიჩი – 26 მლნ ევრო, 1999;
- ხამეს როდრიგესი – 80 მლნ ევრო, 2014;
- ნიკოლა ანელკა – 34,5 მლნ ევრო, 1999;
- ვალტერ სამუელი – 25 მლნ ევრო, 2004;
- რობერტ პროსინეჩკი – 15 მლნ ევრო, 1991;
- რეინერი – 30 მლნ ევრო, 2020;
- პედრო ლეონი – 10 მლნ ევრო, 2010;
- ხავიერ სავიოლა – უფასოდ, 2007;
- ანტონიო კასანო – 5 მლნ ევრო, 2006;
- როისტონ დრენტე – 14 მლნ ევრო, 2007;
- ჟიულიენ ფობერი – იჯარა, 2009;
- დანილო – 31,5 მლნ ევრო, 2015.
GIPHY App Key not set. Please check settings