in

მშვიდობით ღმერთო: ზლატანი წავიდა – თავიდან სიყვარული მაჩუქა, მერე ბედნიერება

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

41 წლის შვედმა ამის შესახებ სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩის შემდეგ თქვა, რომელშიც „მილანმა“ 3:1 მოუგო „ვერონას“.

„მიჭირს სუნთქვა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ამდენი მოგონება მაკავშირებს „სან სიროსთან“. თავიდან მან სიყვარული მაჩუქა, მერე ბედნიერება.

მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ჩემს მეორე ოჯახს – ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, პერსონალს, მენეჯერებს. ბოლოს, მთელი გულით მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, გულშემატკივრებს.
მოვიდა დრო დავემშვიდობო ფეხბურთს, მაგრამ არა თქვენ“ – თქვა „მილანის“ ფორვარდმა.

ფანებმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს Godbye, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „მშვიდობით ღმერთო“. იბრას საკუთარ თავისთვის ფეხბურთის ღმერთი არაერთხელ უწოდებია.

ზლატანმა 1999 წელს დაიწყო პროფესიული კარიერა. „მილანის“ გარდა მის აქტივშია „მალმიო“, „აიაქსი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „ბარსელონა“, პსჟ, „მანჩესტერი“, „ლოს ანჯელეს გალაქსი“.

იბრამ შვედეთის ნაკრებში 122 მატჩი ითამაშა და 62 გოლი გაიტანა. ეს რეკორდია.

კარიერაში მოგებული აქვს 34 ტროფეი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

89-ე წუთიდან ჩემპიონი 3 გუნდი იყო: ბელგიის ფინიში საოცრებაა

ახლა წასვლა სიყვარულია… ძალაგამოცლილი სპალეტი ნაპოლის დაემშვიდობა