ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი ისტორია დაიწერა: ქართველი ფეხბურთელი გახდა იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი. ტოპ ჩემპიონატებში ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა და კიდევ ვინ უწყის როდის გაჰყვება ხვიჩას კვალს სხვა ვინმე.
საოცრება, სიამაყე, ისტორია: ხვიჩა კვარაცხელია იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია
რატომ გახდა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელი: ამაზე განმარტება თავად სერია ა-მ გააკეთა.
რეიტინგი Stats Perform-ის (სტატისტიკურ-ანალიტიკური პროგრამა) გაფართოებული ანალიზის მიხედვით შედგა, რომელიც ემყარება Hawk-Eye-ს სისტემის თვალთვალის მონაცემებს. გაანალიზდა კანდიდატების ოპტიმალური მოძრაობები, სათამაშო გადაწყვეტილებები, წვლილი გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ შესრულებაში, რამაც შესაძლებელი გახადა თამაშის ობიექტურად და ხარისხობრივად შეფასება.
სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკას და ტექნიკურ-ტაქტიკურ მოქმედებებს, არამედ პოზიციურ მონაცემებს. ეს კი საშუალებას იძლევა გაანალიზდეს უბურთოდ მოძრაობა, პოზიციის შერჩევა და ა.შ.
რაში აჯობა კვარაცხელიამ კონკურენტებს?
- ტექნიკური ეფექტურობის 94%-იანი დონე, რაც სერია A-ს უკანასკნელი წლების რეკორდია და ევროპული კლასის საუკეთესო თავდამსხმელთა შესაბამისია.
- საუკეთესო ფეხბურთელის ფორმას მუდმივად ინარჩუნებდა და ფიზიკურ ეფექტურობას 17 მატჩში გადააჭარბა – 95%.
აღნიშნულია: თამაშის დროს საუკეთესო ვარიანტების არჩევის უნარი (K-Solution 94.8%) და შეტევაში აგრესიულობა (95.3%).
„კვარაცხელიას გავლენა სერია ა-ზე შთამბეჭდავი იყო. ვულოცავთ „ნაპოლის“ იტალიაში ასეთი ტალანტის ჩამოყვანას, რომელმაც პირველივე მატჩებიდან თავისი ტექნიკის, დრიბლინგის, ინდივიდუალობისა. შემოქმედითობის მთელი რეპერტუარი შემოგვთავაზა“, – განაცხადა სერია ა-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სერვომ.
იტალიის ჩემპიონატში ხვიჩას ანგარიშზე 12 გოლია. ის სარეკორდოდ, სამჯერ მოხვდა თვის სიმბოლურ ნაკრებში.
GIPHY App Key not set. Please check settings