გიორგი მიქუტაძის „მეცმა“ ლიგა 2-ის ბოლო და გადამწყვეტ ტურში „ბასტიას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. თუმცა ჯერ მაინც უცნობია, ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა თუ არა.
რაშია საქმე?
„მეცმა“ ამ მოგებით 72 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზეა.
მაგრამ ვერ ჩამთავრდა და 23-ე წუთზე შეწყდა მისი კონკურენტის „ბორდოს“ მატჩი „როდეზთან“. შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილის გუნდს წაგება ჩაეთვალოს. „მეცის“ საკითხიც ამაზეა დამოკიდებული. პირველ ადგილზე კი „ჰავრი“ (75) გავიდა. სხვათა შორის, ლიდერის თამაშიც შეწყდა, ოღონდ ის გაგრძელდა და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
პირველ ადგილზე 75 ქულით „ჰავრია“, მეორეზე 72 ქულით „მეცი“, ხოლო მესამეზე მყოფ „ბორდოს“ 69 ქულა აქვს. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია. გადათამაშებაც რომ დაინიშნოს, „ბორდოს“ მინიმუმ 4 გოლით მოგება სჭრდება „მეცის“ გადასასწრებლად. თუმცა სავარაუდოდ „ბორდოს“
ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.
ლიგა 1-ში პირველ და მეორე ადგილებზე გასულები გადადიან.
მიუხედავად საბოლოო შედეგების არცოდნისა, “მეცის” გულშემატკივრებმა უკვე მოაწყვეს დიდი ზეიმი როგორც მოედანზე, ასევე ქალაქის ქუჩებში.
რაც შეეხება ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეულ მიქაუტაძეს, ის ბუნებრივია ძირითადში იყო. ქართველი შემტევი (შეფასება – 7.0) აქტიური იყო და შეეძლო გატანა, ერთ-ორ ეპიზოდში, უკეთეს პოზიციაში მყოფი, პარტნიორებმა ვერ შენიშნეს…
მონაწილეობა მიიღო მესამე გოლში, 81-ე წუთზე კი აპლოდისმენტების თანხლებით შეცვალეს.
გიორგიმ სეზონი 23 გოლით და 8 საგოლე პასით დაასრულა.
მეცი – ბასტია 3:2
გოლები: 1:0 საბალი (32), 2:0 მაზიზი (55), 2:1 ბონერტი (68), 3:1 მაზიზი (75), 3:2 შური (86)
ბორდო – როდეზი
გოლი: 0:1 ბუადე (23)
შეხვედრა იმის გამო შეწყდა, რომ გოლის ავტორ ბუადეს ტრიბუნებიდან ნასროლი საგანი თავში მოხვდა. ზოგი ამტკიცებს, რომ მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა მიაყენა დაზიანება. მოკლედ, გუნდები გასახდელში გავიდნენ და უკან აღარ გამოჩენილან.
GIPHY App Key not set. Please check settings