in

ხვიჩას ტრანსფერი ევროპაში მეორეა: კვარას მარტო ჰოლანდი ჯობნის

გამოცემა Goal-მა ევროპულ ლიგებში სეზონის საუკეთესო ტრანსფერების სია შეადგინა. რეიტინგში 21 ფეხბურთელი შევიდა. პირველ ადგილზე ერლინგ ჰოლანდია, რომელიც დორტმუნდიდან „სიტიში“ გადავიდა და უმალ გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი.

და ვინ მოყვება საოცარ ნორვეგიელს? ვინ და ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მეორე პოზიციაზე დააყენეს და უამრავ მაგარ ფეხბურთელს აჯობა.

რეიტინგის სრულად ასე გამოიყურება:

  1. ერლინგ ჰოლანდი („სიტიში“, 51 მლნ ფუნტი);
  2. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლიში“, 9 მლნ ფუნტი);
  3. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონაში“, 42 მლნ ფუნტი);
  4. კაზემირო („მანჩესტერში“, 70 მლნ ფუნტი);
  5. კიმ მინ ჯე („ნაპოლიში“, 16 მლნ ფუნტი);
  6. გაბრიელ ჟესუსი („არსენალში“, 45 მლნ ფუნტი);
  7. ნიკლას ზიულე („ბორუსიაში“, უფასოდ);
  8. ენცო ფერნანდესი („ბენფიკაში“, 10 მლნ ფუნტი);
  9. მანუელ აკანჯი („სიტიში“, 15 მლნ ფუნტი);
  10. ფოლარინ ბალოგუნი („რეიმსში“, იჯარა);
  11. სვენ ბოტმანი („ნიუკასლში“, 35 მლნ ფუნტი);
  12. ალეკსანდრ ლაკაზეტი („ლიონში“, უფასოდ);
  13. ზამბო ანგისა („ნაპოლიში“, 14 მლნ ფუნტი);
  14. რანდალ კოლო-მუანი („აინტრახტში“, 14 მლნ ფუნტი);
  15. ხავი სიმონსი (პსვ-ში, უფასოდ);
  16. ანდრეას კრისტენსენი („ბარსელონაში“, უფასოდ);
  17. ანდრე ონანა („ინტერში“, უფასოდ);
  18. ტაკეფუსა კუბო („სოსიედადში“, 6 მლნ ფუნტი);
  19. პაულო დიბალა („რომაში“, უფასოდ);
  20. ალექსის სანჩესი („მარსელში“, უფასოდ);
  21. მატის დე ლიხტი („ბაიერნში“, 67 მლნ ფუნტი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლონდონში უკრაინისთვის საქველმოქმედო მატჩი გაიმართება: ვარსკვლავებს შევჩენკო შეკრებს

სევილია ევროპა ლიგის მეფეა: მისმა მაგიამ ჟოზეს მაგიას აჯობა – 7-დან 7