დორტმუნდის „ბორუსიას“ სამი ფეხბურთელი მოხვდა ბუნდესლიგის სეზონის გუნდში ESPN-ის ვერსიით.
გერმანიის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობიდან სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს შლოტერბეკი, გერეირო და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ბელინგემი.
სრული სია ასეთია:
მეკარე: ფრედერიკ რენოვი („უნიონი“);
მცველები: ჯერემი ფრიმპონგი („ბაიერი“), ვილი ორბანი („ლაიპციგი“), ნიკო შლოტერბეკი, რაფელ გერეირო (ორივე „ბორუსია“ დორტმუნდი);
ნახევარმცველები: მუსა დიაბი („ბაიერი“), ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ დორტმუნდი), ჯოშუა კიმიხი, სერჟ გნაბრი (ორივე „ბაიერნი“);
თავდამსხმელები: კრისტოფერ ნკუნკუ („ლაიპციგი“), რანდალ კოლო-მუანი („აინტრახტი“).
ESPN-მა ბარემ ბუნდესლიგის ყველაზე იმედგაცრუებული ფეხბურთელების გუნდიც შეადგინა, სადაც მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერიც მოხვდა. ლეგენდარულმა კარის დარაჯმა მხოლოდ 12 მატჩი ითამაშა, დეკემბერში მან თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოიტეხა.
სეზონჩაგდებული ფეხბურთელების სიმბოლური ESPN-ს ასეთი გამოუვიდა:
მეკარე: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“);
მცველები: ჯონჯო კენი („ჰერტა“), მაკოტო ჰასებე („აინტრახტი“), მაკსანს ლაკრუა („ვოლფსბურგი“), დავიდ რაუმი („ლაიპციგი“);
ნახევარმცველები: იულიან ვაიგლი („ბორუსია“ გლადბახი), რაიან გრავენბერხი („ბაიერნი“), სადიო მანე („ბაიერნი“);
თავდამსხმელები: ალასან პლეა („ბორუსია“ გლადბახი), სერდარ აზმუნი („ბაიერი“), პატრიკ შიკი („ბაიერი“).
უარეს მწვრთნელად დაასახელეს დანიელ ფარკე გლადბახის „ბორუსიადან“.
GIPHY App Key not set. Please check settings