იტალიაში ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მხოლოდ ერთი ტური დარჩა და სეზონის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინეს. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საუკეთესოებს შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია. არც ის არის გასაკვირი, რომ კვარას ბევრი თანაგუნდელი მოხვდა სიმბოლურში.
სიმბოლურის საკუთარი ვერსია Footballtransfers-მა ჩამოწერა.
„„ნაპოლიმ“ 33 წლის განმავლობაში სკუდეტო პირველად მოიგო, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდმა, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით, ლიგაში ყველა გაანადგურა“, – დაწერა გამოცემამ.
მეკარე: ივან პროვედელი (ლაციო)
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ ჯეე (ნაპოლი), კრის სმოლინგი (რომა), ფედერიკო დიმარკო (ინტერი)
ნახევარმცველები: სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ზამბო ანგისა (ნაპოლი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი)
თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
სერია ა-ს პირველ სეზონში კვარაცხელიას მონაგარი 12 გოლი და 10 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings