in

რაც უფრო ხშირად ვუყურებ, უფრო ვრწმუნდები, რომ ძლიერია: სპალეტი კვარაზე და პრეზიდენტი, რომელიც ქართველის გვარს ვერ ამბობს

1494001564

“ბოლონიასთან” ნამატჩევს (2:2) “ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Dazn-თან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

“ოსიმენის სეზონი – ეს თავგადასავლის ისტორიაა, როდესაც ასეთი ფეხბურთელები გყავს. ჩვენ მათ განსაკუთრებულ თვისებებზე ვმუშაობთ და ვცდილობთ, გუნდისათვის ოპტიმალურად გამოვიყენოთ. ვიქტორი კარგად თამაშობს თავით, პრესინგი ეხერხება, წარმოუდგენლად თავდაჯერებულია. ძალიან კეთილი ბიჭი, ძლიერი მოთამაშეა და დიდი მომავალი აქვს. პარტნიორებს ეხმარება, გასახდელშიც ლიდერია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

“კვარა”? რაც უფრო ხშირად ვუყურებ მის თამაშს, უფრო ვრწმუნდები, რომ ძლიერია. როდესაც მეტოქე პრესინგს მიმართავს, მაშინ ვინც წინ
მიიწევს, პასის მიცემით უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან შეტევის გამწვავება შეუძლია. ვიქტორს კიდევ უფრო უნდა მიუახლოვდეს, მეტად დაეხმაროს, რადგან იცის, როგორ იმოქმედოს იერიშებისას რთულ ვითარებაში”.

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Rai 3-თან ჩვეული მედიდურობით ისაუბრა და განაცხადა, რომ მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის თხოვნა გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა:

“ჩემ გარდა ვის სჯეროდა, რომ ფავორიტები ვიყავით? როდესაც გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ივნისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მკითხეს, რას ვაპირებდი. ვუპასუხე, რომ ჩემპიონატის მოგება შემიძლია. რეაქცია განგაშის მაგვარი იყო და სპალეტიც შეშფოთებული გახლდათ, ვინაიდან არ იცოდა, უკვე ვინ გვყავდა შეძენილი. ის ამ ბიჭების შესანიშნავი დამრიგებელი იყო. ლუჩანო თავისუფალი ადამიანია. კინოში გატარებული 50 წლის შემდეგ, როდესაც ვინმე მოვა და გეტყვის, რომ ყველაფერი
შესაძლებელი გააკეთა, თავისი ცხოვრების ციკლის ნაწილი დაასრულა და შემოქმედებით შვებულებას საჭიროებს, უარს ვერ ეტყვი. გულუხვი უნდა იყო და მე ასეთი ვარ. მას მადლობას ვუხდი.

დიეგო მარადონა ისევ ჩვენთან თამაშობს. “სან პაოლოს” მისი სახელი დავარქვით. ნახავთ, როგორ შეიცვლება არენა, როდესაც გადმომცემენ. 99 წლით მინდა მივიღო. მუნიციპალიტეტმა ამის უფლება უნდა მომცეს. დიდ მუზეუმს გავაკეთებთ, იქ ქორწილებს გადაიხდიან.

ოსიმენის ნიღაბი მარკეტინგის თვალსაზრისით დიდი მიღწევაა. ყველა ბავშვს სურს ჰქონდეს. ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. კვარაცხელიას გვარის წარმოთქმა ძნელია? მე უბრალოდ “კვარას” ვეძახი (იღიმის). თავიდან ჩემი ოჯახი “ნაპოლის” შეძენას არ მირჩევდა. ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი საყვარელი გუნდი მუდამ “ნაპოლი” იყო. როდესაც ლოს-ანჯელესში ვიყავი, მუდამ ვფიქრობდი, რომ გართობის მხრივ კინო და ფეხბურთი ცხოვრებაში უმთავრესია.

ნეაპოლში ბევრი ამერიკელი ჩამოდის. თამაშებზე გადაირივნენ, რადგან სტადიონზე თავისუფალი ადგილი არ არის. ახლა იაპონელი ფეხბურთელი უნდა შევიძინო. მე ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ, მაგრამ გულწრფელობა ანაზღაურებადი არაა. იტალიაში ასეა, როცა წარმატებას მიაღწევ, მზად არიან, მოგკლან”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიამ პირველი პლეი-ოფი მოიგო, შერმადინმა წააგო

ჯორდანის ოცნების მაისური 3 მილიონად გაიყიდა: საიდან ჰქონდა კარლ მელოუნს მთელი გუნდის მაისურები