ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მალაგის „უნიკახა“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მიიჩნეოდა, წააგო – 59:72.
სტუმრები მთელი მატჩი წინ იყვნენ და „ტენერიფემ“ გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა.
გიორგი შერმადინმა 20 წუთი ითამაშა და 10 ქულა (8/4 ორქულიანი, 4/2 საჯარიმო) 2 მოხსნა მიითვალა.
მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი მალაგაში 1 ივნისს გაიმართება.
იტალიაში კი ნახევარფინალური სერიები დაიწყო. თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ტორტონას“ ეთამაშება. პირველი მატჩი ბოლონიაში გაიმართა და „ვირტუსის“ გამარჯვებით დასრულდა – 84:61.
თორნიკემ 23 წუთი ითამაშა, 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიამ 2/2 ორქულიანი, 1/1 სამიანი და 6/3 საჯარიმო ჩააგდო.
სერიის მეორე მატჩი ისევ ბოლონიაში გაიმართება, 30 მაისს.
GIPHY App Key not set. Please check settings