in

ვალენსია შარს გადაურჩა: როგორ ითამაშა მამარდამ

„ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ესპანიოლს“ უმასპინძლა და ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოიპოვა ქულა – 2:2.

38-ე წუთზე დიეგო ლოპესის გოლით „ვალენსია“ წინ გავიდა, მაგრამ შესვენებამდე გაშვებაც მოასწრო. მონტესმა მამარდაშვილს ახლო მანძილიდან თავით გაუტანა.

მეორე ტაიმი ცუდად დაიწყო. სამწუხაროდ, ქართველი მეკარე შეცდა. გიორგიმ ბურთი ვერ შეიმაგრა, ამით „ესპანიოლის“ დანიელმა თავდამსხმელმა, მარტინ ბრაიტვაიტმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მამარდაშვილმა გუნდი მეორე ნახევარში ორჯერ გადაარჩინა.
უნიათოდ შემტევი „ვალენსია“ სულ ბოლოს გადარჩა – 90+3-ე წუთზე სამუელ ლინომ ანგარიში გაათანაბრა.
ამ ფრის გამო „ესპანიოლი“ გავარდა.

გიორგის შეფასებები კი ასეთია: Flashscore.com – 6.7, Sofascore.com – 6.1, Whoscored.com – 5.8.

ერთი ტურით ადრე „ვალენსია“ 41 ქულით მე-15 ადგილზეა და ჯერ სამშვიდობოს არ არის. გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს. 4 ივნისს, სტუმრად უმოტივაციო „ბეტისს“ ეთამაშება, რომელიც ევროლიგაზე უკვე მოხვდა.

ვალენსია – ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 ლოპესი (38), 1:1 მონტესი (41), 1:2 ბრაიტვაიტი (50), 2:2 ლინო (90+3)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრემონეზემ რომიდან კინაღამ ქულა წამოიღო, ლოჩოშვილი ძირითადში იყო

დიდი ამბავი: მიქაუტაძე წლის საუკეთესო ფეხბურთელია