აშშ-ში უნიკალური აუქციონი გამართეს, სადაც ლეგენდარული კალათბურთელის კარლ მელოუნის კოლექცია გამოფინეს. მასში შედიოდა 1992 წლის ოლიმპიადაზე მოთამაშე პირველი „დრიმ თიმის“ ყველა წევრის მაისური და რამდენიმე სპორტული ფეხსაცმელი. საერთო ჯამში, კოლექციონერებმა თითქმის 5 მილიონი დოლარი გადაიხადეს. რეკორდი კი დაამყარა მაიკლ ჯორდანის მაისურმა, რომლისთვისაც უცნობმა 3.03 მილიონი დოლარი არ დაინანა. არადა, სასტარტო ფასი 420 ათასი დოლარი იყო. ახლა ეს მაისური ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია სპორტის ისტორიაში.
და როგორ აღმოჩნდა ლეგენდების მაისურები მაინც და მაინც კარლ მელოუნთან?
1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე ლიტვასთან (დღეს ლიეტუვა) ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, მელოუნის ცოლმა აშშ-ის ნაკრების გასახდელის იატაკზე დაყრილი მაისურები აკრიფა და პატრონებს აღარ დაუბრუნა. ხოლო თავად კარლმა ამ მაისურებზე მათ მფლობელების ავტოგრაფები შეაგროვა, ჩარჩოში ჩასვა და საკუთარი სახლის კედელზე ჩამოკიდა. იუტას სახლში ეს მაისურები 30 წელიწადზე მეტ ხანს ინახებოდა, სანამ მელოუნი მათ აუქციონზე გაიტანდა.
აი რა თანხები გადაიხადეს კოლექციონერებმა 1992 წლის „დრიმ თიმის“ მაისურებში:
მაიკლ ჯორდანი – 3 030 000 დოლარი
ლარი ბერდი – 360 000
მეჯიქ ჯონსონი – 336 000
ჩარლზ ბარკლი – 230 400
დევიდ რობინსონი – 116 400
კლაიდ დრექსლერი – 91 200
სკოტი პიპენი – 80 400
კარლ მელოუნი – 58 800
ჯონ სტოქტონი – 55 200
პატრიკ იუინგი – 39 600
კრისტიან ლეიტნერი – 39 600
კრის მალინი – 37 200
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ოლიმპიური ნივთია 1892 წელს, პიერ დე კუბერტენის ხელით დაწერილი ოლიმპიური მანიფესტის ორიგინალი. 1992 წელს, ის ნიუ იორკში „სოთბის“ აუქციონზე 8.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings