in

საზონოვს საფრანგეთში იწვევენ, მექვაბიშვილს იტალიაში…

სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი სადებიუტო სეზონის შემდეგ, ევროპაში ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი მკვეთრად გაზარდა, თან არა მარტო იტალიაში. ამაზე რამდენიმე სიახლე მიუთითებს.

“ფროზინონემ” მშვენიერი სეზონი ჩაატარა იტალიის სერია B-ში და ელიტაში დაბრუნდა. გუნდის მწვრთნელი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფაბიო გროსო კი ბათუმის “დინამოს” 20 წლის შემტევით, გიორგი კვერნაძით დაინტერესდა…

“ლელოს” ექსკლუზიუი ინფორმაციით, ჩვენი ეროვნული გუნდის მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერზე კი “მარსელი” მუშაობს. საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული კლუბის ინტერესზე ინფორმაცია ჩვენთვის სამენეჯერო წყაროებიდან გახდა ცნობილი.

საინტერესოა, რომ მოსკოვის “დინამომდე” საბას “ესპანიოლი” იწვევდა, მაგრამ კატალონიელებს ფინანსებში რუსულმა კლუბმა აჯობა…

ბოლო სიახლე კი ანრი მექვაბიშვილს უკავშირდება. “ლელოს” ინფორმაციით, თბილისის “დინამოსა” და ეროვნული (ასევე – ახალგაზრდული) ნაკრების ნახევარმცველს სამი იტალიური კლუბი აკვირდება.

განსაკუთრებით “უდინეზე” და “ემპოლი” აქტიურობენ. როგორც ამბობენ, ყველაზე რეალური მაინც “ემპოლის” დაინტერესებაა. თანაც, მექვაბიშვილი ტრავმისგან განიკურნა, მოედანს დაუბრუნდა და, სავარაუდოდ, ევრო 2023-ის დაწყებამდე ფორმაში იქნება.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს საქართველოს ნაკრები დაიბადა: დამოუკიდებელმა საქართველომ პირველი მატჩი 27 მაისს ითამაშა

მაინც ბაიერნი: ბუნდესლიგის საოცარი დასასრული – დორტმუნდმა მეტოქეს ჩემპიონობა მიართვა