in

იქით უნდოდა და აქეთ გაიჩალიჩა: დაიჭირეს ადვოკატი, რომელიც ბალოტელის აშანტაჟებდა არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში

ადვოკატს, რომელიც მარიო ბალოტელის აშანტაჟებდა, 2 წელი ციხე მიუსაჯეს.

2020 წელს გოგონამ ქალაქ ვიჩენცადან ბალოტელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იმ მომენტში არასრუწლოვანი იყო. ბალოტელი იმ დროს „ბრეშაში“ თამაშობდა.

გოგონა ფეხბურთელისგან დუმილის სანაცვლოდ 100 ათას ევროს ითხოვდა. ბალოტელი კი ამტკიცებდა, რომ კავშირი ურთიერთშეთანხებით შედგა და გოგომ დაარწმუნა, რომ სრულწლოვანი იყო. მოგვიანებით ბრეშას პროკურატურამ დაადგინა, რომ ბრალდება ცრუ იყო.

Il Mattino di Padova წერს, რომ გოგონას, რომელიც სექსის დროს 17 წლის იყო, ჩვენების მიცემა აიძულა ადვოკატმა რობერტო იმპარატომ. ის ბალოტელის დაემუქრა, არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმის პრესაში გაჟღერებით და ჩუმად ყოფნისთვის 150 ათასი ევროც მოსთხოვა.

სასამართლო გარჩევის დროს მრავალი მტკიცებულება წარადგინეს, მათ შორის მიმოწერები და სატელეფონო საუბრები.

ვიჩენცას სასამართლომ იმპარატო დამნაშავედ სცნო შანტაჟში და 2 წელი და 3 თვე მიუსაჯა. ამასთან, ადვოკატს ბალოტელისთვის კომპენსაციის სახით 80 ათასის გადახდაც მოუწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრეზიდენტი ხვიჩას და მთელ გუნდს პრემიას მისცემს: თანაბრად გაინაწილეთ 8 მილიონი

ჰოლანდი ლიდერია, მესი მაგრად ჩამორჩება: ტოპ 5-ის ტოპ 5 გოლი+პასით