„კრისტალ პალასის“; „ლიდს იუნაიტედისა“ და კიდევ არაერთი გუნდის ყოფილმა თავკაცმა, ნილ უორნოკმა, რომელმაც სულ ახლახანს დაასრულა სამწვრთნელო კარიერა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის გადადგომაზე საკუთარ თვითერ გვერდზე იხუმრა. მან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ კანდიდატურას ახალ პრემირე მინისტრად წარმოადგენს.
არანაკლებ სასაცილო აღმოჩნდა „სქაი სფორთსის“ ყოფილი ფანდითის, კრის კამარას ხუმრობა. 2000-იანების დასაწყისში, ჯეფი „პორტსმუთისა“ და „ბლექბერნის“ მატჩს ესწრებოდა და, როდესაც „სქაის“ სტუდიიდან ჩაერთვნენ, ჰკითხეს თუ რომელი მოთამაშე გააძევა მსაჯმა. კამარას პასუხი ძალიან სახალისო აღმოჩნდა, ოღონდ ინგლისურ ვერსიაში და ქართულად როგორ გამოვა, არ ვიცით, მაგრამ მაინც ვცადოთ: „I dunno Jeff” წმინდა, ბრიტანული აქცენტით, გაოცებულმა კამარამ თქვა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რას ეკითხებოდნენ და ეს ფრაზა დღემდე საკულტოა. ამ შემთხვევაში კი შეკითხვა ეხებოდა ჯონსონის გადაგომის საკითხს თუ რამოხდა და კამარას პასუხსაც მარტივად მიხვდებით.
GIPHY App Key not set. Please check settings