in

ხუთ კაცს ველაპარაკე: ნაპოლის პრეზიდენტი მწვრთნელს არჩევს – ვარიანტები იცვლება

უკვე გადაჭრით შეიძლება იმაზე საუბარი, რომ მომდევნო სეზონში კვარაცხელიას „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი მიხედავს. ბოლოს თითქოს დარწმუნებით დაიწერა „ატალანტას“ ჯან პიერო გასპერინიზე, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

მომავალ მწვრთნელზე მცირე კომენტარი გააკეთა თავად კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომელმაც განაცხადა: „მე უკვე ვესაუბრე ხუთ მწვრთნელს“.

ვინ არის ეს 5 კაცი?
რატომღაც აღარ თქვეს გასპერინი. სამაგიეროდ ირკვევა, რომ ანტონიო კონტემ უარი უთხრა „ნაპოლის“. ახალი ვარიანტებიდან კი გაჩნდნენ ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე და „ბაიერნიდან“ გაშვებული იულიან ნაგელსმანი.

დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს. ახსენეს სერხიო კონსეისაოს, რომელიც 2021 წელს „ნაპოლიში“ მისვლასთან უკვე იყო ახლოს.

რაც შეეხება რაფაელ ბენიტესსა და ვინჩენცო იტალიანოს, ეს ახალი სახელები ახალი არ არის, მათზე ადრეც წერდნენ. მოკლედ, ვნახოთ ვისთან მოახერხებს პრეზიდენტი მოლაპარაკებას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ ერთად: მიქაუტაძე და დავითაშვილი ტურის სიმბოლურში ერთად არიან

იტალიის თასი ისევ ინტერმა მოიგო: საქმე ლაუტარომ გააკეთა