ქართველების კვიპროსული გუნდი “აპოელი“ ბოლო ტურში „აპოლონთან“ 2:3 დამარცხდა, ჩემპიონობის შანსი დაკარგა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ამ შედეგს კი წარმატებად ვერ ჩათვლიან, რადგან გუნდს დიდი ბიუჯეტი ჰქონდა და საბოლოოდ კონფერენს ლიგაზე თამაშით უნდა შემოიფარგლონ.
ამის გამო მომდევნო სეზონისთვის გუნდში გარკვეული ცვლილებები იგეგმება. სამი ქართველიდან კი ალბათ ორი დარჩება. ლაშა დვალმა სეზონის დაწყებამდე ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რაც შეეხება ბუბა დაუშვილს, მას სავარაუდოდ წასვლა მოუწევს. დარჩება გიორგი ქვილითაიაც.
ჯერ გაურკვეველია კიდევ ერთი კვიპროსული გუნდის „ანორთოსისს“ ქართველი მეკარის გიორგი ლორიას საკითხი. გამოცდილი მეკარე ამ გუნდს ტოვებს, ითქვა თბილისის „დინამოს“ ვარინტიც, თუმცა თავად კვიპროსში დარჩენა სურს.
საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარეს „ანორთოსისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ ხელშეკრულება გაწყვეტილია და გიორგის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
GIPHY App Key not set. Please check settings