იტალიის ფედერალურმა სასამართლომ ტურინის „იუვენტუსს“,ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო, 10 ქულა ჩამოაკლო.
სასამართლო სხდომა რომში გაიმართა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ტურინელებისთვის 11 ქულის ჩამოკლებას ითხოვდა.
„იუვეს“ 59 ქულა გაუხდა და მე-7 ადგილამდე დაქვეითდა.
სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 5 ქულა აშორებს.
„იუვენტუსს“ შეუძლია კიდევ ერთი აპელაცია შეიტანოს, მაგრამ საქმის მოგების შანსი ძალიან მცირეა.
სასამართლომ ფინანსურ მაქინაციებში დამნაშავედ მიიჩნია კლუბის მენეჯმენტიც. ერთადერთი, ვინც სანქცია თავიდან აიცილა, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედია.
ადრე „იუვენტუსს“ ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს, რის შემდეგაც ახალი მტკიცებულებების გამო გამოძიება განახლდა.
GIPHY App Key not set. Please check settings