in

რა მიიღო ხვიჩამ ინტერთან

სერია ა-ს 36-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ინტერს“ უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში დაბრუნდა, ის 83-ე წუთზე შეცვალეს.

კვარა ძალიან აქტიური იყო, ბურთს ხშირად იღებდა და გამწვავებას ცდილობდა.

ნაპოლი ყველას უგებს და რეკორდს ამყარებს: ხვიჩა ძირითადში დაბრუნდა და კარგი იყო

პორტალმა Sofascore-მა ქართველის თამაში 7.3 ქულით შეაფასა. მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.8 ქულა დაუწერა.
ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გადამწყვეტი გოლის ავტორი, „ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩი ითამაშა, 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასით გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველობას ვერ გასწვდნენ: ქართველების გუნდები მეორეზე არიან – ლეგიონერები

მამარდამ ვალენსია ლიგაში დატოვა: ქართველი მეკარე ყველასთვის საუკეთესოა