in

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ… მეცის შანსები შემცირდა

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში კიდევ ერთი გაიტანა და „მეცი“ გენგამთან“ საგარეო შეხვედრაში დააწინაურა. სამწუხაროდ, ეს გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. მასპინძლებმა მე-60 წუთზე გაათანაბრეს და მატჩი 1:1 დასრულდა.

მოგეხსენებათ, ქართველი თავდამსხმელის გუნდი ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და ყველა დარჩენილ თამაშს ოქროს ფასი ადევს. თავის მხრივ ცხრილის შუაში გამოკვეტებულ „გენგამს“ არაფერში სჭირდებოდა თავის გამოდება, მაგრამ „მეცმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები მაინც დაკარგა.

ანგარიში ჩვენიანმა 21-ე წუთზე გახსნა. უდოლი მარცხნიდან შეიჭრა და საჯარიმოში მყოფ გიორგის დასარტყმელად დაუგორა, ბომბარდირის გასროლა ზუსტი აღმოჩნდა.

Football. Ligue 2 J36. Guingamp – Metz. Georges MIKAUTADZE célèbre son but

მიქაუტაძემ ბოლო ექვს მატჩში 8 გოლი გაიტანა, სულ კი სეზონში 23 გოლი დაუგროვდა.

ჩვენებურმა სრულად ითამაშა და 8,0 დაუწერეს.

ახლა „მეცს“ 36 ტურის შემდეგ 66 ქულა აქვს და 3 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან „ბორდოს“. გუნდს შემდეგი თამაში ისევ სტუმრად უწევს, 26 მაისს „სოშოსთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილის ასისტს რა მნიშვნელობა აქვს: კრემონეზე დამთავრდა

დავითაშვილის მაგარი მატჩი: ზურიკომ გაიტანა, სხვასაც გაატანინა და ბორდოს მოაგებინა