in

ხვიჩა შესაძლოა ბენიტესმა გაწვრთნას: ნაპოლის ამბები

დამალული არ არის, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისა და პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის სიამტკბილობა არ სუფევს. თუმცა ბოლო ინფორმაციით, თითქოს სპალეტი კიდევ ერთი წელიწადი დარჩებოდა გუნდში. მაგრამ ვითარება, როგორც ჩანს, არ დარეგულირებულა.

სადილობისას დე ლაურენტისი სპალეტის ხელფასის 2.8 მილიონი ევროდან 3.5 მილიონამდე მომატებას და კარგ ბონუსებსაც დაჰპირდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. სპალეტი უნებართვოდ თანამშრომლობის გაგრძელებით არის უკმაყოფილო, ასევე პროექტის გარანტიების არქონით და სპორტული დირექტორის კრისტიან ჯუნტოლის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლით.

მოკლედ, იტალიურ პრესაში ისევ წერენ, რომ სპალეტი არ დარჩება.

ადრეც დაიწერა, რომ პრეზიდენტს სავარაუდო კანდიდატები შერჩეული ჰყავდა, ახლა კი ახალი გვარი გაჟღერდა – რაფაელ ბენიტესი.

თუ გახსოვთ, ესპანელი სპეციალისტი „ნაპოლის“ უკვე ავარჯიშებდა (2013/15 წლებში) და ორი ტიტულიც მოაგებინა.

სახელდება ასევე ვინჩენცო იტალიანოს, ჯანპიერო გასპერინის, ანტონიო კონტეს, კრისტოფ გალტიესა და ალესიო დიონისის გვარებიც.

„ნაპოლიზე“ საუბარი სავარაუდო ტრანსფერით გავაგრძელოთ. ხვიჩას გუნდი „ფენერბაჰჩეს“ 18 წლის შემტევ არდა გულერის აკვირდება და მის გადაბირებასთან ახლოსაა. თანხა საკმაოდ სოლიდურია – 50 მილიონი ევრო.

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველის კიმ მინ ჯეს სამსახურით კი დიდი გუნდები არიან დაინტერესებული: „სიტი“, „მანჩესტერი“, „ლივერპული“, პსჟ.
კიმის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს პარიზული კლუბი იჩენს, თავად ფეხბურთელს კი გული პრემიერლიგისკენ მიუწევს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ადეიემი ბუნდესლიგის საუკეთესო ახალწვეულია

მესი მაისში გადაწყვეტს სად წავა: საუდელები 500 მილიონს აძლევენ