დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი კარიმ ადეიემი ბუნდესლიგის საუკეთესო ახალწვეულად აღიარეს. გასულ წელს ის გერმანიში „ზალცბურგიდან“ ჩავიდა.
გულშემატკივრების, კლუბებისა და ექსპერტების გამოკითხვაში ადეიემიმ აჯობა მატიის დე ლიგტს, ჰენინგ მატრიჩიანის („შალკე“), ლი ბიუკენენს („ვერდერი“), ტომ კრაუსს („შალკე“) და ებიმბეს („აინტრახტი“).
მიმდინარე სეზონში ადეიემის ანგარიშზე 6 გოლი და 6 საგოლე პასია ჩემპიონატის 22 მატჩში.
ვთქვათ ისიც, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ კიდევ ერთი თავდამსხმელი დონიელ მალენი გერმანიის ჩემპიონატში აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
24 წლის ფორვარდმა გასულ თვეში 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ ზედიზედ მეოთხე თვეა საუკეთესო ფეხბურთელად „ბორუსიას“ მოთამაშეს ასახელებენ: იულიან ბრანდტი იანვარსა და თებერვალში, რაფაელ გერეირო – მარტში.
GIPHY App Key not set. Please check settings