სერია ა-ს სამი კლუბი ითამაშებს ევროთასების სამ ფინალში.
„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და 10 ივნისს გადამწყვეტ მატჩში შეეცდება „სიტისთან“ რამეს გახდეს.
ევროპა ლიგის ფინალშია „რომა“, რომლის მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ფინალი არასოდეს წაუგია. თუმცა მეტოქეც იგივე მდგომარეობაშია – „სევილია“ ფინალს არასოდეს აგებს. მათი თამაში 31 მაისს ბუდაპეშტში შედგება.
კონფერენს ლიგის ფინალამდე გააღწია ფლორენციის „ფიორენტინამ“ და 7 ივნისს პრაღაში „ვესტ ჰემს“ შეეჯიბრება.
იტალიელთა ასეთი წარმატება პირველია 1997/98 წლების შემდეგ, როდესაც „ინტერი“ და „ლაციო“ შეხვდნენ უეფას თასის ფინალში, ხოლო „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და მადრიდის „რეალთან“ წააგო.
ისე 1990-იან წლებში იტალიელთა დომინირება ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაშინ სულ ისინი გადიოდნენ ფინალებში. განსაკუთრებით დიდებული „მილანი“ გამოირჩეოდა ვან ბასტენით, გულიტით, რაიკარდით და თავად იტალიელებით – ბარეზი, ანჩელოტი, დონალდონი, ალბერტინი, კოსტაკურტა, ახალგაზრდა მალდინი და სხვები.
მაგალითად, 1990 წელს ჩემპიონთა თასი „მილანმა“ მოიგო, თასების თასი „სამპდორიამ“, ხოლო უეფას თასი „იუვენტუსმა“, თანაც ფინალში „ფიორენტინა“ დაამარცხა.
ერთი წლით ადრე ჩემპიონთა თასი ისევ „მილანმა“ მოიგო, უეფას თასი მარადონას „ნაპოლიმ“, თასების თასის ფინალში კი „სამპდორიამ“ ითამაშა.
1991 წელს უეფას თასის ფინალში „ინტყერი“ და „რომა“ შეხვდნენ.
ბრუნდება იტალია?
GIPHY App Key not set. Please check settings