გიორგი მიქაუტაძეს აქვს შანსი, სეზონი ე.წ. ორმაგი დუბლით დაასრულოს და სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულთან ერთად, საუკეთესო ასისტენტის სტატუსიც მოიპოვოს, – ამის შესახებ წერილს საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
მიქაუტაძე ისევ ტურის სიმბოლურშია
შეასრულებს გიორგი მიქაუტაძე დუბლს?
„სულ სამი ტურია დარჩენილი, რომ ისტორია დაიწეროს. ლიგა 2-ის ბომბარდირთა სათავეში (22 გოლი) პირველ ადგილზე მყოფი მიქაუტაძე ხუთი გოლით უსწრებს თავის უპირველეს კონკურენტს, „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელს, ჟან-ფილიპ კრასოს.
ამას გარდა, გიორგი მიქაუტაძეს ჯერ კიდევ შეუძლია, იოცნებოს ისტორიულ დუბლზე და ლიგა 2-ის ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გახდეს. ბომბარდირთა სიის სათავეში მყოფმა „მეცის“ თავდამსხმელმა 35-ე ტურში „გრენობლის“ წინააღმდეგ სეზონში მეშვიდე საგოლე გადაცემა შეასრულა, მატჩის ერთადერთი გოლის გატანაში აბლი ჯალოუს დაეხმარა და ლიგა 2-ის საუკეთესო ასისტენტობისთვის ბრძოლაშიც დაბრუნდა.
„მეცის“ თავდამსხმელს ეს მაჩვენებელი საშუალებას აძლევს, ლიგა 2-ის საუკეთესო ასისტენტიც გახდეს. ამისთვის მას მოუწევს დარჩენილ სამ შეხვედრაში ჩამორჩენის დაძლევა, რადგან ლიდერ ჟან-ფილიპ კრასოს ანგარიშზე ცხრა საგოლე გადაცემაა“, – წერია ლიგა 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ლიგა 2-ის საუკეთესო ასისტენტების ხუთეული
ჟან-ფილიპ კრასო (სენტ-ეტიენი) – 9 პასი
გიორგი მიქაუტაძე (მეცი) – 7
ნილს ნკუნკუ (სენტ-ეტიენი) – 7
ჯერემი ლივოლანი (გენგამი) – 7
დილან ბაკვა (ბორდო) – 7
თუმცა, აქ არის გაურკვევლობა – „მეცის“ ოფიციალური ვებგვერდი ამტკიცებს, რომ ქართველი ასისტენტებში მეორე ადგილზეა და მის ანგარიშზე არა შვიდი, არამედ რვა საგოლე გადაცემაა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings