in

ბარნლი ისევ აქტუალურია: გამონახავენ ინგლისელები მიქაუტაძისთვის სამყოფ ფულს

ევროპაში სეზონი დასასრულს უახლოვდება და აწი სატრანსფერო ჭორები კიდევ უფრო გახურდება. უკვე საკმაო ხანია ლიგა 2-ის გამორჩეულ მოთამაშეზე, გიორგი მიქაუტაძეზე წერენ. ახლახან „მეცმა“ ქართველის ფასიც დაასახელა – 15 მილიონი ევრო. გარდა იტალიური კლუბებისა (უფრო „უდინეზე“), ასახელებდნენ პრემიერლიგაში დაწინაურებულ „ბარნლის“. როგორც ჩანს, ეს ვარიანტი აქტუალურია.

მეცმა მიქაუტაძეს ფასი დაადო: რამდენად შეელევიან ქართველ ფორვარდს

საინტერესოა, რომ სეზონის ბოლოს „ბარნლი“ ორ თავდამსხმელს უნდა დაემშვიდობოს (ეშლი ბარნსი და ნატან ტელა), აქედან გამომდინარე ახალი ფორვარდის მიყვანა სასიცოხლო მნიშვნელობის ხდება. ინგლისურ კლუბს დაახლოებით 13 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს „მეცის“ ბომბარდირის წასაყვანად.

„ბარნლის“ მწვრთნელმა ვინსენ კომპანიმ 2022 წლის აგვისტოში აღიარა, რომ მიქაუტაძე მისი სამიზნე იყო, თუმცა „ბარნლიმ“ „მეცის“ ფინანსური მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა.
თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „ბარნლი“ ახლა პრემიერლიგის წარმომადგენელია, სადაც დიდი ფული ტრიალებს, გამოდის, რომ ინგლისურ გუნდს ახლა მეტი ფინანსები და შესაბამისად ბევრად მეტი შანსი ექნება ქართველის გადასაბირებლად.

მიქაუატაძეს ყველა ტურნირზე 23 გოლი აქვს გატანილი და ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული ფინალი მსოფლიოზე! ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია

მასწავლებელმა მოსწავლეს აჯობა, ქალბატონი გადარჩა, იქით ქამბექებია – ევროტურნირები