„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა და ქალაქი ჯერაც ზეიმობს. მარადონას შემდეგ აქ ისევ გაჩნდნენ გმირები. ბუნებრივია წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მთავარი მწვრთნელია და წესით ხელის გულზე უნდა ატარებდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ უკვე დაიწერა, რომ ლუჩანო სპალეტი შესაძლოა გუნდში არ დარჩეს – მას უთანხმოება აქვს კლუბის პრეზიდენტთან, რომელიც პარალელურად ახალ კანდიდატებს ეძებს.
La Gazetta dello Sport-მა კიდევ ერთხელ დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისსა და სპალეტის შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტმა კონტრაქტი 1 წლით ავტომატურად გაახანგრძლივა.
სპალეტის კი პრეზიდენტთან გასაუბრება სურდა და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებდა. მას აინტერესებს თუ რას აპირებს კლუბის მეპატრონე, შეინარჩუნებს თუ არა წამყვან მოთამაშეებს და რა მიზნები ექნება სამომავლოდ.
ამავდროულად, იტალიაში აქტიურად წერენ სპალეტის შემცვლელებზე.
ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტია 39 წლის რაფაელე პალადინო, რომელიც ამჟამად „მონცას“ წვრთნის და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა.
ასევე იწერება „ფიორენტინას“ დამრიგებელ ვინჩენცო იტალიანოსა და „უდინეზეს“ მენეჯერ ანდრეა სოტილიზეც. ითქვა უმუშევარ ანტონიო კონტეზეც.
რაც შეეხება სპალეტის, ის ინგლისელებს სურთ, ყველაზე მეტად „ტოტენჰემს“, არ გამოირიცხება „ჩელსის“ ვარიანტიც.
GIPHY App Key not set. Please check settings