გიორგი მიქაუტაძის აღიარება გრძელდება. საქართველოის ნაკრების ფორვარდი ბოლო პერიოდში მშვენივრად გამოიყურება და გოლი გოლზე გააქვს. შესაბამისად, ხშირად ხდება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც, ხვდება სიმბოლურ ნაკრებებში და ასახელებენ თვის ფეხბურთელადაც.
ახლაც ჩვენიანი კიდევ ერთ ჯილდოსთან არის ახლოს: მიქაუტაძე თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული.
ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა აპრილის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატად „მეცის“ 22 წლის თავდასხმელიც დაასახელა.
მიქაუტაძის მეტოქეები არიან ჯოშ მაია („ბორდო“) და სტეფანუა ნილს ნკუნკუ („სენტ ეტიენი“).
ხმის მიცემა უკვე მიმდინარეობს და ქართველის ფეხბურთელის მხარდაჭერა შესაძლებელია ამ ბმულზე.
შეგახსენებთ, გიორგი მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings