გამოცემა Befoot.net-მა წერილი გამოაქვეყნა გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. ქართველი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში „მეცის“ გატანილი 55 გოლიდან 29-ში მონაწილეობდა (22 გოლი + 7 საგოლე გადაცემა). საშუალოდ, ყოველი 0.527 გოლი ქართველი ფეხბურთელის აქტიურობით გადის.
„ის ლიგა 2-ის ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენაა, 22 წლის ქართველი ლოთარინგიის კლუბის ლიდერია და ჩნდება კითხვა, კლუბი ქართველის გარეშე სატურნირო ცხრილში რომელ პოზიციაზე იქნებოდა?“ – წერს გამოცემა Befoot.net და „მეცის“ გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს.
„ეს მისთვის იდეალური სეზონია“.
„მიქაუტაძემ აჩვენა ის სახე, რასაც მისგან ველოდით – კარგი დრიბლიორი და ტექნიკური მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის შეუძლია თამაშში ცვლილებების შეტანა“.
„ვერ ვიფიქრებდით, რომ ასეთი წარმატებული სეზონი ექნებოდა. ის შთაბეჭდილებას ახდენს თავისი სიმშვიდით, ეფექტურობით და პროფესიონალიზმით – მიქაუტაძე წლის აღმოჩენაა“.
„ლიგა 1-ში გადასვლის შემთხვევაში კლუბმა მიქაუტაძეს მადლობა უნდა გადაუხადოს“.
„მას შემდეგ, რაც ხაბიბ დიალოსთან ერთად დავბრუნდით ლიგა 1-ში, ასეთი შედეგიანი ბომბარდირი არ გვყოლია. მიქაუტაძემ ამ სეზონში ბევრი რამ მოგვიტანა“.
„ის „მეცის“ კარგი სეზონის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი არქიტექტორია“.
„თუ „მეცი“ლიგა 1-ში ვერ მოხვდება, მას მოუწევთ ბარგის ჩალაგება. მას ბევრი კლუბი იწვევს და ეს გასაგებია, რადგან დიდი თვისებების მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელია“.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ მიქაუტაძის მომავალი დამოკიდებული იქნება იმ წინადადებებზე, რომლსაც პრეზიდენტი მიიღებს. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გვაიძულებს, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები გავყიდოთ“.
„კლუბის ძველი მოთამაშეებიდან მსგავსი თვისებები სადიო მანეს ჰქონდა – აღნაგობა, ბურთის კარგი ფლობა და დაგვირგვინების ნიჭი. ეფექტურობის თვალსაზრისით, დაახლოებით ხაბიბ დიალოს (სენეგალის ნაკრების თავდამსხმელი, „მეცის“ ყოფილი ლიდერი) დონეზეა“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings