სერია ა-ს წინა ტურში, სტუმრად გაჩემპიონებულმა „ნაპოლიმ“ პირველად ითამაშა ჩემპიონის რანგში საშინაო არენაზე და „ფიორენტინასთან“ თამაშის შემდეგ დიდი ზეიმი და ცერემონია მოაწყო.
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს დროშით გამოჩნდა, მას ყველაზე დიდი ოვაციებით შეხვდნენ.
2007 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველი მოთამაშეა, ვინც ე.წ. ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings