in

მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას: კომენტარები

„ნაპოლი“ იტალიოის ჩემპიონი გახდა და ემოციები დუღს და გადმოდუღს. „უდინეზესთან“ საჩემპიონო ქულის მოპოვების შემდეგ ცხელ გულზე კომენტარებიც გაკეთდა, მათ შორის ისაუბრა კლუბის პრეზიდენტმა.

და ის ატირდა… მადლობა, რომ ეს ბედნიერება გვაქვს – სპალეტი

აურელიო დე ლაურენტისი:

„თქვენ ყოველთვის მეუბნებოდით, რომ მოგება გვინდოდა. ახლა ჩვენ მოვიგეთ და ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ. ახლა ისევ ვიზეიმებთ კვირას „ფიორენტინასთან“ მათჩისას. ყველანი გაერთიანებული ვართ დიდი ზეიმისთვის. მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.

როცა ჩამოვედი, ვთქვი, რომ ევროპაში მოხვედრას შვიდი წელი დასჭირდებოდა, შემდეგ კიდევ 10 წელი სკუდეტოს მოსაგებად. ახლა თავიდან ვიწყებთ და ვეცდებით ჩემპიონთა ლიგის დაპყრობას“.

ვიქტორ ოსიმენი:

„ეს არის დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება მთელი ცხოვრება. გულშემატკივრები ამდენი წელი ელოდნენ ამ სკუდეტოს და ჩვენ ვამაყობთ, რომ ის ნეაპოლში დავაბრუნეთ.

წლის დასაწყისში არავის სჯეროდა ჩვენი. სამაგიეროდ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით, ძალიან ძლიერი მწვრთნელით და დიდი პრეზიდენტით. სპალეტი ჩემთვის მამასავით იყო.

მადლობა ყველას, ვინც ყოველდღიურად მუშაობდა ჩვენ გვერდით. ჩვენ მათი წყალობით გავიმარჯვეთ. თავიდანვე გვჯეროდა ამის და ახლა დავტკბეთ ამ ტრიუმფით.

მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, შტაბს, მწვრთნელს, ეს იყო შესანიშნავი წელი ჩემთვის“.

ირვინ ლოსანო:

„ასეთი ბედნიერება არასდროს მინახავს არცერთ ქალაქში, სადაც მითამაშია. ნეაპოლი ჰგავს მექსიკას, იგივე ვნება და იგივე ბედნიერება.
მშვენიერი ჩემპიონატი ვითამაშეთ, დავიმსახურეთ ეს ტიტული და ახლა მზად ვართ გულშემატკივრებს ნეაპოლში ჩავეხუტოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

და ის ატირდა… მადლობა, რომ ეს ბედნიერება გვაქვს – სპალეტი

19 წლის შემდეგ… ქართველმა იტალია ისევ დაიპყრო: მეორე სკუდეტო საქართველოს