ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი გახდა. „ნაპოლიმ“ საჩემპიონო ქულა უდინეში მოიპოვა, სადაც 1:1 ეთამაშა „უდინეზეს“.
კვარაცხელია ძირითადში იყო და თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შეცვალეს. ჩვენიანი აქტიური იყო, პირველ ტაიმში მასზე ლამის პენალტი დაინიშნა, გოლის ეპიზოდშიც მიიღ მონაწილეობა, მის დარტყმულს მოჰყვა ოსიმენის დამატება.
პორტალმა Sofascore-მა კვარას თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 6.7 ქულა დაუწერა. ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვიქტორ ოსიმენი დასახელდა.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
GIPHY App Key not set. Please check settings