ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასი მოიგო. ჩვენიანის გუნდმა ფინალში ვენის „რაპიდი“ 2:0 დაამარცხა და და 2018 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ტიტული.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა. კიტეიშვილმა რამდენჯერმე სცადა შეტევის განვითარება.
უკვე მე-7 წუთზე კიტეიშვილი დაშავდა, თუმცა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. პირველი ტაიმის დასასრულს ოთარი ისევ მოცელეს და ტრავმას გადაურჩა.
64-ე წუთზე კიტეიშვილმა მეკარესთან პირისპირ ემანუელ ემეგა დატოვა, თუმცა ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა ბურთი მიზანს ააცილა.
ქართველი შესვენების შემდეგაც აქტიური იყო, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. გრაცული გუნდი 66-ე წუთზე სარკარიამ დააწინაურა, კიტეიშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 85-ე წუთზე სარკარიამ კიდევ ერთხელ დალაშქრა დედაქალაქელთა კარი.
კლაგენფურტი. „ვიორტეზე“. 30 000 მაყურებელი
რაპიდი – შტურმი 0:2
გოლები: 0:1 სარკარია (66), 0:2 სარკარია (85)
GIPHY App Key not set. Please check settings