in

მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: ბორდომ სხვაობა გაზარდა

გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა: ქართველმა თავდამსხმელმა „პარიზის“ კარი 11-მეტრიანით აიღო. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოსაგებად და „მეცმა“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

33-ე ტურში „მეცი“ „პარიზს“ შინ შეხვდა და 1:1 ითამაშა.
სტუმრებმა გოლი მე-13 წუთზე გაიტანეს, თუმცა, ანგარიში მალევე გათანაბრდა. მე-19 წუთზე პენალტი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა – 1:1.

ეს მიქაუტაძის მე-20 გოლია ლიგა 2-ში და ის ჩემპიონატის ბომბარდირია.

„მეცის“ საზიანოდ გაიმარჯვა ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ – 2:0 და კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა.
დავითაშვილი ძირითადში შემადგენლობაში იყო და 81 წუთი ითამაშა „ვალანსიენის“ წინააღმდეგ გასვლითი შეხვედრა.

33 ტურის შემდეგ „ბორდო“ 62 ქულით მე-2 ადგილზეა და „მეცთან“ (59) უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდა.

მომდევნო ტურში, 6 მაისს „ბორდო“ „კაენს“ უმასპინძლებს, ხოლო „მეცი“ ამავე დღეს ბოლო ადგილზე მყოფ „ნიორს“ შეხვდება სტუმრად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს

მიქაუტაძეს მარტის საუკეთესოს პრიზი მისცეს