სამხრეთამერიკულ ტურნეზე „შავმა ლომმა“ მეოთხე მატჩი გამართა. ამჯერად ჩვენი მეტოქე იყო „სუდამერიკა რაგბი XV“, რომელიც ფაქტობრივად, სამხრეთ ამერიკის ნაკრებს წარმოადგენს. თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 28:24.
ჩვენებმა ოთხი ლელო დადეს: დუბლი შეასრულა აკაკი ტაბუცაძემ, თითო ლელო სანდრო მამამთავრიშვილისა და დემე თაფლაძის ანგარიშზეა, ლუკა მატკავამ ოთხიდან ორი გარდასახა.
სამხრეთ ამერიკაში ბოლო თამაშს „შავი ლომი“ 6 მაისს, მონტევიდეოში ურუგვაის „პენიაროლთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings