იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შორის „დიეგო მარადონაზე“ შაბათს აღარ გაიმართება – თამაში კვირას, 30 აპრილს ჩატარდება. საკითხი ნეაპოლის პრეფექტურაში გადაწყდა და ოფიციალურად გამოცხადდა.
კვირას არის მილანში „ინტერისა“ და „ლაციოს“ მატჩიც, რომლის შედეგზეც არის დამოკიდებული „ნაპოლი“ ახლა გახდება ჩემპიონი თუ მომდევნო ტურებში.
თანაც ეს შეხვედრა უფრო ადრეა, 14:30 საათზე (თბილისის დრო) და ნეაპოლში უკვე ეცოდინებათ „ლაციომ“ დაკარგა თუ არა ქულები.
„ნაპოლის“ ქომაგები კმაყოფილები არიან, რადგან „სალერნიტანასთან“ გამარჯვებისა და „ლაციოს“ ვერმოგების შემთხვევაში სკუდეტოს მოგების აღნიშვნას შეძლებენ.
მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ამჟამად „ნაპოლის“ 78 ქულა აქვს და 7 ტურით ადრე 17 ქულით უსწრებს „ლაციოს“.
GIPHY App Key not set. Please check settings