გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში „ვალიადოლიდთან“ დრამატულ მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (2:1) მოიპოვა და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია.
31-ე ტურის შეხვედრა მასპინძლებმა ცუდად დაიწყეს. უკვე მე-6 წუთზე დიახაბის შეცდომით სტუმართა შემტევი ლარინი მამარდაშვილთან პირისპირ აღმოჩნდა და კუთხეში ისე ჩასვა, რომ ქართველი მეკარე არც განძრეულა.
ტაიმის დასასრულს კარიდან გამოსულ მამარდაშვილს ლამის მოედნის ცენტრიდან ესკუდერომ დაურტყა, მაგრამ ბურთი კარის ბადეს ზემოდან დაეცა.
უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში „ვალენსიამ“ შეუტია და მიზანს 64-ე წუთზე მიაღწია. დიახაბიმ შეცდომა გამოასწორა და ამაში „ვალიადოლიდის“ მეკარე მასიპი დაეხმარა, რომელამც კურიოზული გოლი გაუშვა.
ერთ ეპიზოდში „ვალიადოლიდის“ მცველი ფრესნედა გიორგისთან პირისპირ აღმოჩნდა და სამი მეტრიდან ბურთი კარს ააცილა.
„ვალენსიას“ სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება ხავი გერამ მოუტანა. სათადარიგოთა სკამიდან შესული 19 წლის შემტევი 90+3-ე წუთზე საჯარიმოსთან მეტოქეს ეფექტურად გასცდა, შესანიშნავად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 31 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს, მთელი სამი ადგილით (მე-16) დაწინაურდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, მდებვრებთან სხვაობა დიდი არ არის – „კადისი“ (32), „ხეტაფე“ (31) და „ესპანიოლი“ (28).
მომდევნო მატჩი ვალენსიელებს სწორედ „კადისთან“ უწევთ 30 აპრილს და თანაც სტუმრად.
ვალენსია – ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 0:1 ლარინი (6), 1:1 დიახაბი (59), 2:1 გერა (90+3)
GIPHY App Key not set. Please check settings