in

ნეაპოლში პოლიციამ ნაპოლის ყალბ ატრიბუტიკას მიაგნო: 800 ათასი ევროს 18 ათასი ნივთი

ნეაპოლის პოლიციამ „ნაპოლის“ კონტრაფაქტური ატრიბუტიკა ამოიღო.

La Gazzetta dello Sport ამბობს, რომმ 200 კვადრატულ ფართობზე აღმოაჩინეს 18 ათასი კონტრაფაქტური საქონელი „ნაპოლის“ სიმბოლიკით. ყალბ პროდუქციაზე ასევე იყო Emporio Armani EA7-ის ლოგო.

ამოღებული საქონლის ბაზარზე მოხვედრის შემთხვებაში შემოსავალი, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა 800 ათასი ევრო ყოფილიყო.

„ნაპოლის“ უკანონო ატრიბუტიკა ნეაპოლის ყველზე ტურისტულ რაიონებში იყიდებოდა.

ერთ-ერთი ფიგურანტი მაროკოელი აღმოჩნდა. მას ბრალი წაუყენეს ყალბი პროდუქციის დამზადებასა და საქონლის უკანონო გასაღებაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არიან მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდები

იტალიური გამოცემა გიორგი მიქაუტაძეზე: საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს დიდი ინტერესით აკვირდებიან