ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითადში დაბრუნდა და გოლიც გაიტანა.
ლიგა 2-ის 32-ე ტურის მატჩში „ბორდომ“ 3:0 დაამარცხა „გრენობლი“.
ქართველმა გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. ზურიკომ ბურთი მოედნის სიღრმეში მიიღო, მცველს გასცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა – 2:0.
25 შეხვედრაში ეს დავითაშვილის მესამე გოლია.
დავითაშვილი მატჩის დასაწყისში ძალიან აქტიური იყო, მეტოქის კარის აღება რამდენჯერმე სცადა. მან შეუცვლელად ითამაშა.
32-ე ტურის შემდეგ „ბორდოს“ 59 ქულა აქვს, გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ გადაასწრო (58 ქულა) და მეორე ადგილი დაიბრუნა.
მომდევნო შეხვედრა „ბორდოს“ 29 აპრილს აქვს სტუმრად „ვალენსიენთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings