in

მონეტამ გვარდიოლას გაუმართლა: პეპის 100 და კიდევ ჰოლანდი და დე ბრუინი

ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი ნახევარფინალისტიც გაირკვა და მეორე სათამაშო დღეს განსაკუთრებული სიურპრიზები არ ყოფილა. ორივე თამაში ფრედ დასრულდა და ფავორიტები მომდევნო ეტაპზე საკმაოდ მშვიდად გავიდნენ.

„სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გავდია და ისტორიაში მეოთხედ.

„სიტი“ არის მხოლოდ მესამე ინგლისური კლუბი, რომელიც ზედიზედ მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისა“ და „მანჩესტერის“ (ორივე – 2006/07, 2007/08 და 2008/09 წლების სეზონებში) შემდეგ.

„სიტი“ არ აგებს 15 მატჩია – 12 მოგება და 3 ფრე.

გვარდიოლამ ყველაზე სწრაფად მოიპოვა 100 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე – 158 მატჩში. ანჩელოტის 105 თამაში აქვს მოგებული, ფერგიუსონს – 102.

გვარდიოლა სარეკორდო მეათედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში როგორც მწვრთნელი, ანჩელოტის 9 ნახევარფინალი აქვს.

ტუხელი: „მსაჯობა არ ყოფილა სათანადო დონეზე. ნოლი არბიტრს“.

გვარდიოლა: „არ მაქვს შეგრძნება, რომ „სიტი“ „ბაიერნთან“ უკეთ თამაშობდა, ვიდრე შარშან „რეალთან“. ასეთი მატჩები მონეტის აგდებასავითაა“.

ჰოლანდი ზედიზედ მე-7 მატჩია იტანს. მას 15 გოლი აქვს ამ მონაკვეთში.

ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

ჰოლანდმა მე-3 პენალტი ვერ გაიტანა კარიერაში. 33 გატანილია.

დე ბრუინმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა,. სეზონში 23 ასისტი გააკეთა.

„მილანი“ და „ინტერი“ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ შევხდებიან. „ნერაძურის“ არასოდეს მოუგია 4 მატჩიდან.

პირველად, მილანური დერბების ისტორიაში „მილანი“ და „ინტერი“ ერთ სეზონში 5-ჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში მათ იტალიის სუპერთასიც გაითამაშეს, რომელიც „ინტერმა“ 3:0 მოიგო.

„ინტერი“ მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში, ხოლო პირველად – 2009/10 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც მოიგო კიდეც ტურნირი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით.

ლაუტარო მარტინესი ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერის“ ყველა დროის ბომბარდირებს შორის მე-4 ადგილზე გადავიდა – 9 გოლი. მასზე წინ არიან ადრიანო (14), ხულიო კრუსი (13), ერნან კრესპო (11) და სამუელ ეტო’ო (10).

ნიკოლო ბარელა „ინტერის“ მესამე მოთამაშეა, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, ერთ კონკრეტულ მეტოქეს ორივე მატჩში გაუტანა გოლი. მანამდე ეს კრისტიან ვიერიმ (2002/03, „ვალენსიასთან“) და დეიან სტანკოვიჩმა (2005/06, „აიაქსთან“) მოახერხეს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. განმეორებითი მატჩები.

ბაიერნი – სიტი 1:1
0:1 ჰოლანდი (57), 1:1 კიმიხი (83, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჰოლანდი (37)

ინტერი – ბენფიკა 3:3
1:0 ბარელა, 1:1 ეურსნესი (38), 2:1 მარტინესი (65), 3:1 კორეა (78), 3:2 ანტონიუ სილვა (86), 3:3 მუსა (90+5)

„რეალისა“ და „სიტის“ პირველი მატჩი მადრიდში 9 მაისს დაინიშნა, განმეორებითი – 17 მაისს. „ინტერი“ და „მილანი“ პირველად 10 მაისს, შემდეგ კი 16 მაისს შეხვდებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 15 ქულა და MVP-ის ტიტული ბრძოლაში მოგებულ შეხვედრაში

საუდის არაბეთში რონალდოს დაჭერა და დეპორტაცია უნდათ: რა დააშავა კრიშტიანომ – ვიდეო