in

შენგელიას 15 ქულა და MVP-ის ტიტული ბრძოლაში მოგებულ შეხვედრაში

იტალიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. მისი ვირტუსი სტუმრად სკაფატის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 რომ მოუგო, ქართველი ფორვარდის დიდი დამსახურებაა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მასზე მეტი – 16 ქულა მხოლოდ მილოშ თეოდოსიჩმა ჩააგო, თუმცა სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო ქართველი ფორვარდი იყო და მან MVP-ის ტუტულიც დაიმსახურა.

ვირტუსს 21 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და სერია A-ს ლიდერობს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა – ვიდეო

მონეტამ გვარდიოლას გაუმართლა: პეპის 100 და კიდევ ჰოლანდი და დე ბრუინი