ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალისტები გაირკვა. როგორც მოსალოდნელი იყო, „რეალმა“ კრიზისში მყოფი „ჩელსი“ დიდი გართულებების გარეშე გაიარა. მადრიდულმა გრანდმა ორივე თამაში 2:0 მოიგო, განმეორებით შეხვედრაში დუბლი შეასრულა როდრიგომ.
ხოლო „მილანს“ დაძაბული ბრძოლების გადატანა მოუხდა „ნაპოლისთან“, მაგრამ მაინც გაძვრა და დიდი ალბათობით ½ ფინალში კიდევ ერთ იტალიურ გუნდს, მეტიც, თანაქალაქელ „ინტერს“ შეხვდება.
ამასობაში კი რამდენიმე (ანტი)სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო – ეს კლუბის რეკორდია. საინტერესოა, რომ 6-ვე ინგლისური გუნდების წინააღმდეგ.
კარლო ანჩელოტიმ გაიმეორა გვარდიოლას რეკორდი ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალში გასვლების მხრივ – 9-ჯერ. „რეალი“ ბოლო 13 შემთხვევიდან მეთერთმეტედ გავიდა ნახევარფინალში – ყველაზე მეტჯერ.
ფრენკ ლემპარდი „ჩელსის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც პირველი 4 მატჩი წააგო.
„ჩელსიმ“ ლემპარდის დაბრუნების შემდეგ ყველა 4-ვე მატჩი წააგო და აქდან 3 მშრალად. გუნდი ზედიზედ 7 თამაშია ვერ იგებს.
„ჩელსიმ“ 4 მატჩი ზედიზედ პირველად წააგო ბოლო 30 წელიწადში – ყველა ლემპარდის ხელში.
„მილანი“ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალში პირველად 2007 წლის შემდეგ. მაშინ „როსონერიმ“ ტურნირი მოიგო.
ვინისიუსს 7 (2+5) ქულა აქვს ბოლო 5 შეხვედრაში.
ჟირუმ ვერ გაიტანა პენალტი პირველად ბოლო 11 წელიწადში. მერეტი პირველია, რომელმაც დუდეკის შემდეგ ფრანგს პენალტი აუღო.
მუდრიკს 2 (0+2) ქულა აქვს „ჩელსიში“ 12 მატჩში.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრებში ბოლო 6 მატჩში შედეგიანი მოქმედება არ აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings