in

ხვიჩა მაინც ყველაზე კარგი იყო: რა შეფასება დაუწერეს კვარას

„ნაპოლი“ ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. გუნდმა ვერ მოახერხა „მილანური“ ბარიერის დაძლევა. განმეორებითი შეხვედრა 1:1 დასრულდა და ნახევარფინალში „მილანი“ გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდში პენალტი ვერ გაიტანა, ის მაინც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გავარდნენ: ხვიჩამ პენალტი ვერ გაიტანა, ნაპოლი ევროპის მიღმა დარჩა

Whoscored-მა კვარაცხელიას 8.2 ქულა დაუწერა. შედარებისთვის „მილანის“ რაფაელ ლეაოს თამაში 8.0 ქულით შეაფასა.

Sofascore-მა ქართველს 7.6 ქულა დაუწერა, ხოლო იმავე ლეაოს 7.5 ქულა.

ორივე პორტალის მიხედვით, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ ორი საგოლე მომენტი შექმნა, სამჯერ კი თანაგუნდელებს მისი პასებით გატანა შეეძლოთ. 82-ე წუთზე ხვიჩამ პენალტი ვერ გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გავარდნენ: ხვიჩამ პენალტი ვერ გაიტანა, ნაპოლი ევროპის მიღმა დარჩა

რატომ ვერ მოიგო ნაპოლიმ: მილანი ახალი მიზნებისთვის მზადაა