პეპ გვარდიოლამ არ განიხილა „ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტის რეაქციის გამო.
მარტში „სიტის“ მწვრთნელმა თქვა, რომ იტალიის ჩემპიონატის ლიდერი შესაძლოა ევროპაში თამაშის მხრივ უძლიერესი იყოს.
საპასუხოდ სპალეტიმ განაცხადა, რომ გვარდიოლა ალბათ ცდილობს ისინი შეცდომაში შეიყვანოს და მოადუნოს.
„არ მინდა „ნაპოლიზე“ საუბარი, რადგან მისი მწვრთნელი გამიბრაზდება. ის ასეთი მგრძნობიარეა“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
„სიტის“ დღეს აქვს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ¼ ფინალური თამაში გვარდიოლას ყოფილ გუნდთან, „ბაიერნთან“, ხოლო „ნაპოლი“ ხვალ ითამაშებს „მილანთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings