in

ხვიჩა მილანთან შეიძლება ცენტრში დადგეს: რას გადაწყვეტს სამედიცინო შტაბი და მწვრთნელი

ხვალ „ნაპოლის“ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი აქვს: საშინაო ასპარეზზე საქმის მოგვარების შემდეგ ევროპული ტრიუმფის ჯერი დგება – ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალს იწყებენ თანამემამულე „მილანთან“. კვარაცხელიას გუნდს პრობლემები აქვს: დაუშავდა მთავარი გოლეადორი, დაემტვრა შემცვლელი ფორვარდიც და გაჩნდა ახალი ვარიანტი – იქნებ ხვიჩა დადგეს შეტევის ცენტრში. ამის შესახებ იტალიურ პრესაში ჯერ კიდევ „ლეჩესთან“ საჩემპიონატო თამაშის შემდეგ ითქვა და მოახლებული მატჩის წინ კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

„მილანთან“ მატჩამდე ოსიმენი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. სიმეონე მკურნალობს და ვერ ითამაშებს. რასპადორიც ინდივიდუალურ საწვრთნელ კურსს გადის. ასე რომ, ამ დროისთვის გუნდში ცენტრალური თავდამსხმელი არც არის და, შესაძლოა, კვარაცხელიას მოუწიოს ამ როლის მორგება“, – წერს La Repubblica.

დღეს ოსიმენს სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა. სამწვრთნელო შტაბის მიზანია, ნიგერიელი სათადარიგოთა სკამზე მაინც იყოს.

თუ ხვიჩას ცენტრში თამაში მოუწია, მარცხენა ფლანგზე ქართველის ადგილს ელმასი დაიკავებს, მარჯვენა გარემარბი ალბათ ლოსანო იქნება (ან პოლიტანო), ნახევარდაცვაში კი მარიო რუი და მატიას ოლივეირა ითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველებს ძირითადი უჭირთ: ქვილითაის გოლი გააუქმეს – ლეგიონერები

ნაპოლიზე ვერ ვილაპარაკებ, სპალეტი გამიბრაზდება, ის ასეთი მგრძნობიარეა