in

ქართველებს ძირითადი უჭირთ: ქვილითაის გოლი გააუქმეს – ლეგიონერები

გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტე“ პორტუგალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში „შავეშს“ დაუპირისპირდა და კონკურენტთან პრინციპულ მატჩში ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთზე შეცვალეს.
„ჟილ ვისენტე“ 31 ქულით მე-13 ადგილზეა.

საბა ლობჟანიძის „კარაგუმრუქი“ ერთ-ერთ გრანდს, მეორადგილოსან „ფენერბაჰჩეს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
სამწუხაროდ, ქართველი შემტევი ისევ სათადარიგო იყო და მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.
28 ტურის შემდეგ „კარაგუმრუქი“ 34 ქულით მე-9 ადგილზეა.

ქართველების „აპოელი“ კვიპროსში „აპოლონს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
ძირითადში მარტო გიორგი ქვილითაია იყო, ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი თადარიგში დარჩნენ.
„აპოელმა“ მე-6 წუთზე გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა, რადგან მასპინძელთა კაპიტანს, ქვილითაიას ხელით თამაში დაუფიქსირდა.
„აპოელი“ 62 ქულით პირველ ადგილზე დარჩა.

დანიაში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ „რანდერსთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

არ უთამაშია სერბეთში ირაკლი აზაროვს, რომლის „ცრვენა ზვეზდამ“ „რადნიჩკს“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ბელგრადელებს 82 ქულა აქვთ, პირველზე არიან და მეორეადგილოსანს 23 ქულით ასწრებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისეთ გუნდს შევქმნით, რომლითაც მთელი ერი იამაყებს: საქართველოს ქალთა ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ჰყავს

ხვიჩა მილანთან შეიძლება ცენტრში დადგეს: რას გადაწყვეტს სამედიცინო შტაბი და მწვრთნელი