in

პატარა საქართველოს დიდი ისტორია აქვს: სან ანტონიოს მადლიერი ყოველთვის ვიქნები

NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ პლეი-ოფში ვერ მოხვდა, რაც კარგა ხნის წინ იყო ცნობილი, რადგან გუნდს სახარბიელო შედეგები ვერ ჰქონდა. მოგეხსენებათ, ახალ გუნდში სანდრო არც თუ დიდი ხნის წინ გადავიდა. ჯერჯერობით დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ტრანსფერმა გაამართლა – ქართველს მეტი სათამაშო დრო მიეცა და მამუკალაშვილმაც არ დააღალატა: დიდი დრო, ბლომად ჩაყრილი ქულები და ზოგადად შედეგიანი თამაში.

„სან ანტონიო ექსპრესში“ გამოქვეყნდა საინტერესო სტატია სანდროს შესახებ, სადაც საუბარი სპორტს გასცდა.

– 2008 წელს, როდესაც რუსეთის ჯარი საქართველოში შეიჭრა, პატარა ვიყავი, თან ამერიკაში ვცხოვრობდი და ვერ ვაცნობიერებდი, როგორ იმოქმედა ომმა საქართველოზე. ჩემი მეგობრები მიყვებოდნენ, მათმა ძმებმა როგორ აიღეს იარაღი სამშობლოს დასაცავად.

უკრაინის გვერდით ვდგავარ. მივესალმები ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად იბრძვის. ძალიან მძიმე სიტუაციაა. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება და ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი ისტორია აქვს, რითაც ხალხი ძალიან ამაყობს.

ძალიან მადლიერი ვარ შანსისთვის, რომელიც ახალ კლუბში მომცეს. „მილუოკი ბაქსში“ იმდენად დიდია კონკურენცია, რომ მცირე სათამაშო დრო მქონდა. „სან ანტონიოში“ მოხვედრა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სადაც არ უნდა ვითამაშო, „სპურსის“ ყოველთვის მადლობელი ვიქნები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იმ დღეს ნავის საყიდლად წავედით… რა ღირს ჯორჯინას და კრიშტიანოს იახტა

ისეთ გუნდს შევქმნით, რომლითაც მთელი ერი იამაყებს: საქართველოს ქალთა ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ჰყავს